IX საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია “ინტერნეტი და საზოგადოება” (INSO2020)

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლის 10-11 ივლისს ატარებს IX საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციას “ინტერნეტი და საზოგადოება”.

კონფერენციაზე მკვლევარებს და პრაქტიკოსებს შეუძლიათ წარმოადგინონ და განიხილონ ინტერნეტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების უახლესი ინოვაციები, ტენდენციები, გამოცდილება და პრობლემები.
კონფერენციის თემებია:
• ინტერნეტის კანონმდებლობა
• ინტერნეტ ტექნოლოგიები და აპლიკაციები
• Web2 და Web3 განვითარების ახალი პარადიგმა
• სოციალური ქსელები
• ელექტრონული სწავლება
• ელექტრონული ბიზნესი
• ელექტრონული მთავრობა
• ინფორმაციული საზოგადოება
• კომპიუტერული ქსელები და კომუნიკაციები
• მოდელირება და სიმულაციები
• მონაცემთა ბაზები და მონაცემთა მართვა
• საწარმოს რესურსების დაგეგმვა
• საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებასა და მეცნიერებაში
სტატიის წარდგენის ბოლო ვადა – 2020 წლის 20 ივნისი
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.
კონფერენციაზე წარდგენილი ინგლისურენოვანი სტატიები განთავსდება სამეცნიერო პუბლიკაციების საძიებო სისტემაში Google Scholar
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-საიტზე www.inso.ge

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.