PH Internaitonal-ისა და აშშ-ს საელჩოს ერთობლივი პროგრამა - „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“

მიმდინარე სასწავლო წელს PH Internaitonal-ისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება პროგრამა „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL II). პროგრამაში ჩართულია ქ. ქუთაისის 12 საჯარო სკოლა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 12 სტუდენტი. პროგრამა მიზნად ისახავს შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სხვადასხვა თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენებით, თანამშრომლობითი სწავლების მოდელის გაცნობას და დანერგვას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი 5 ტრენინგ-მოდულიდან 3 უკვე ჩატარდა. პროგრამა მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს, როგორც კვალიფიციურ პედაგოგებს, ისე დამწყები პროფესიული კომპეტენციის მქონე სტუდენტებს. პროგრამის მონაწილეების მოტივაცია და ენთუზიაზმი კიდევ უფრო გაზარდა PH Internaitonal-ის მიერ მომზადებულმა საჩუქარმა. კერძოდ, პროგრამის ყველა მონაწილეს გადაეცა Samsung-ის ფირმის ტაბლეტური კომპიუტერი. პროგრამა კიდევ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება მონაწილეებს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.