აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტებმა, რომლებიც გარე მობილობით ჩაირიცხნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2020 წლის 18 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ატესტატის ასლი;
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების სერთიფიკატის ან სახელმწიფო გრანტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. სასწავლო ბარათის (ნიშნების ფურცელი) ქსეროასლი, დამოწმებული სასწავლებლის ბეჭდითა და ხელმოწერით;
4. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
5. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
6. პირადობის მოწმობის ასლი.
შენიშვნა: ა) სტუდენტი ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა მობილობის დასკვნაზე ხელმოწერით. წინააღმდეგ შემთხვევაში მობილობის პროცესი არ ჩაითვლება განხორციელებულად. ბ) მობილობის განხორციელებიდან ერთი თვის განმავლობაში სტუდენტი ვალდებულია აწსუ-ში წარმოადგინოს პირადი საქმის დედნები და ასევე გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს შეუჩერდება სტატუსი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.