სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, 2020 წლის 24 თებერვალს, 14:00 საათზე, აწსუ მწვანე დარბაზში იწვევს პროკრედიტ ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. ბანკის წარმომადგენლები პროკრედიტ ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმების მსურველებს გაესაუბრებიან მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

✈ პროკრედიტ ბანკი უზრუნველყოფს დასასაქმებელ კანდიდატთა 3 თვიან სწავლებას სერბეთში (სწავლება იქნება სრულად დაფინანსებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით).
📌 სავალდებულო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა
- კურსდამთავრებული ან 3-4 კურსის სტუდენტი
📝 შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია



ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.