სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში -კანდიდატურების მიღება დაწყებულია!

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2020-2021 არის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობასა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2015 წლის პირველ დეკემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.

"სამაგისტრო სტიპენდიები 2020-2021" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).
პროგრამის დასრულების შემდგომ დიპლომირებული მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში.
პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია:
• სოფლის მეურნეობა
• განათლება
• ინჟინერია
• ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
• სოციალური მეცნიერებები
• ჰუმანიტარული მეცნიერებები
• სამართალი
• არქიტექტურა
• საჯარო მართვა
• მენეჯმენტი
იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება:
• უნდა იყოთ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით
• უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე
• უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის ასაკის
• უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას
კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2020 წლის 3 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.