აწსუ უწყვეტი განათლების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგ-მოდულებზე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი 2020 წლის 14 თებერვლიდან 1 მარტამდე აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგ-მოდულებზე:

1.„ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთშორისო სტანდარტის IFRS for SMEs -ის პრაქტიკული კურსი“.
ტრენინგს გაუძღვებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები
ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საათი.
კურსის ღირებულება 400 ლარი.
2. „საბუღალტრო აღრიცხვა, ORIS-ის ბუღალტერია“
ტრენინგის ხანგრძლივობა-76 სთ.
კურსის ღირებულება 400 ლარი.
ჩატარების დღეები და საათები ჯგუფებთან შეთანხმებით. კვირაში 3 შეხვედრა 3სთ–იანი ხანგრძლივობით.
მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდგომ გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგის დაწყების დრო: 2020 წლის 1 მარტი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
ქუთაისი, თამარ მეფის ქ. N 59 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კოპ. ტელეფონი: : 577 19 80 73; 598 14 89 62; 595 58 56 56;

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.