აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლობისა და ამერიკელი მედია პროფესორების ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2020 წლის 27 თებერვალს, ამერიკის საელჩოს მედია განათლების პროგრამის ფარგლებში (დასკვნითი ტური), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ქალბატონი რიშელ როჯერსი, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული მედია პროგრამის დირექტორი და დენიზ მატსონი ჩიკაგოს დე პოლის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი.

ქალბატონი რიშელი აწსუ სტუდენტებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე - „ციფრული მედია წიგნიერება“, ხოლო ადგილობრივი მედია პროფესორებისათვის გამართავს კონსულტაციებს.
ამავე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია. მომხსენებელი - სოფო ბზიშვილი, აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამის მენეჯერი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.