საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროექტი სტუდენტებისათვის: გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა 2020 წლის 27 თებერვალს უმასპინძლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით პროექტს "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცვნეს პროექტის დეტალები. პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.