პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი„

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „შემოქმედებითი ნაპერწკალი“.

პროექტის მიზანია:
 სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
 ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის, მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირება და მხარდაჭერა;
 ცოდნის გაზიარება.
პროექტის ფარგლებში ტარდება “იდეების კონკურსი“ (Big Idea Challenge), რომლის მთავარი მიზანია სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკულ აღსრულება, ინკუბაციის და გამოცდილ ტრენერებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით.
აღნიშნული გლობალური კონკურსის - Big Idea Challenge ფარგლებში მონაწილეობა შეუძლიათ აწსუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ.
პროექტის ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს 3 წევრი და მეტი).
საკონკურსო კატეგორია ყველა იდეას თანაბარ შანსს აძლევს - იქნება ეს შესანიშნავი ბიზნეს საწარმო, არაჩვეულებრივი კრეატიული პროექტი თუ თქვენ უბრალოდ გინდათ სამყარო ცოტათი უკეთესი გახდეს. კონკურსის სამი კატეგორია:
 ციფრული ტექნოლოგიები
 სოციალური ზეგავლენა
 კრეატივი
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჯერ ქვეყნების, ხოლო შემდგომ მთლიანად პროექტის მასშტაბით. პროექტში გამარჯვებულების ჯილდოს შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ბმულზე https://www.britishcouncil.ge/en/programmes/education/creative-spark/fund.
აწსუ-ს კონკურსში გამარჯვებულები გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში სასწავლო ვიზიტით, ხოლო პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 20 მარტამდე.
ჩამოტვირთეთ და შეავსეთ აპლიკაცია (აპლიკაცია უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე).
გთხოვთ, ინგლისურ ენაზე შევსებული აპლიკაციები გამოგზავნოთ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ: https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark
აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ აქ: https://creativespark-bigidea.uk
პროექტი ხორციელდება აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის მიერ. პროექტის მთავარი ჩართული მხარეებია აწსუ-ს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab, აწსუ-ს მარკეტინგის პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახური. პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის გიორგი ღავთაძის კოორდინაციაშია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურს, (ბიბლიოთეკის კორპუსი, პირველი სართული 22-104 ოთახი). მოგვწერეთ: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან დაგვირეკეთ ტელ.: +995 577 66 84 88

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.