წიგნის თარგმნის პროგრამა 2020

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:
• საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
• მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
• საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა დაკავშირებული თემები.
• სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
• ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
• მხატვრული ლიტერატურა (განიხილება მხოლოდ ჩამოთვლილ თემებზე): სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური, უმცირესობებისა და ქალთა თანასწორობა, კონფლიქტების მოგვარება, გარემო, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საჯარო განათლება და ადვოკატირება, კანონის უზენაესობა.
უპირატესობა მიენიჭება უახლეს გამოცემებს;
მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1,000 ცალი. მცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.
გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე. ფინალში გადასვლის შემდეგ, აპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი
საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა.
აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა.
სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემული. თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.
პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).
კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით.
განაცხადი და შეტანის წესები:
საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიიღების ვადებია:
• 20 მარტი, 2020
• 22 მაისი, 2020
გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program). გთხოვთ, გაითავლისწინოთ, რომ 5მბ-ზე დიდი მოცულობის ელ. გზავნილები არ მიიღება. დოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატში. განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 კვირის განმავლობაში.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
• SF-424 (თან ახლავს ინსტრუქცია ორ ენაზე)
• SF424A
• SF424B
• შევსებული განაცხადის ფორმა (Book Translation Form 2020)
• მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
• საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი
• თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
• პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პროგრამის კოორდინირება
პროგრამას ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.
საგრანტო აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ შეკითხვით კოორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
გთხოვთ, საპროექტიო განაცხადი ელექტრონულად გადმოაგზავნოთ მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program).

იხილეთ დანართი

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.