აწსუ მიმართვა სტუდენტებს

ძვირფასო სტუდენტებო,

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი ზრუნავს თქვენთვის სწავლის საფასურის გადახდაში ხელშეწყობისათვის.
ცნობილია, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი სახის რეგულაციები:
ა) სწავლის საფასურის გადახდა დაყოფილია 4 ეტაპად და, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ითვალისწინებს დაფარვის შემდეგ ვადებს:  
1.    30 სექტემბერი;
2.    20 დეკემბერი;
3.    20 მარტი;
4.    20 მაისი.
ბ) სტუდენტებს უფლება აქვთ სწავლის საფასური გადაიხადონ ზემოთ მითითებული ვადების გასვლიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერების გარეშე. ამ დროს, არ არის აუცილებელი, გადავადების თხოვნით განცხადებით მიმართვა ადმინისტრაციისადმი;
გ) „ბ“ პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, სტუდენტს უჩერდება სტატუსი და ის ვეღარ ერთვება სწავლება/სწავლის პროცესში და ვეღარ იღებს ვერანაირ მომსახურებას უნივერსიტეტისგან. თუმცა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, ვალდებულების დაფარვის შემთხვევაში, სტუდენტს აღუდგება სტატუსი, მისივე განცხადების საფუძველზე;
უნივერსიტეტი, არსებული საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, მზად არის მისცეს სტუდენტებს საშუალება, ამ ეტაპზე, გადაიხადონ მიმდინარე ვალდებულების ნაწილი (ვთქვათ, 200-300 ლარის ფარგლებში), ხოლო დანარჩენ ნაწილზე ითხოვონ გადავადება. ამისათვის, განცხადებით უნდა მიმართოთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. რადგან, უნივრესიტეტი გადასულია მომსახურების დისტანციურ ფორმებზე, აუცილებელია, რომ მიმართვა მოხდეს ონ-ლაინ.
განცხადების დაწერა შეგიძლიათ „აწსუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურზე“ მიმართვით (ელ-ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., ტელ.: +995577668488), მხოლოდ თქვენი კორპორაციული ფოსტის გამოყენებით. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.atsu.edu.ge) და YouTube არხზე შეგიძლიათ გაეცნოთ განცხადების ნიმუშს, მისი დაწერისა და გადაგზავნის ინსტრუქციებს შემდეგი ლინკების გამოყენებით:
*   https://atsu.edu.ge/index.php/applications-management-info - სტუდენტის განცხადების ნიმუში;
*   https://youtu.be/ZDZJx25HPCk - განცხადების დაწერის და გადაგზავნის ვიდეო ინსტრუქცია;
ვითვალისწინებთ რა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებსა და  გამოწვევებს, რომლის წინაშე აღმოჩნდა საზოგადოება, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
*    სტუდენტი რომელიც ვერ იხდის სწავლის საფასურს საკარანტინო/საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე და/ან ვერ ახერხებს გადაადგილებას საბანკო დაწესებულებამდე, შეუძლია განცხადებით (ზემოთ მითითებული წესით) დააფიქსიროს გადაუხდელობის მიზეზი (ადგილმდებარეობის მითითებით) და ითხოვოს გადავადება პრობლემის ამოწურვამდე;
*    სტუდენტებს, შესაბამისი განცხადებით მომართვის საფუძველზე, მისცეს შესაძლებლობა სწავლის საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მცირე ოდენობის ტრანშებით და ვალდებულების სრული დაფარვა მოახდინონ მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ.
სტუდენტის მხრიდან, სწავლის გაგრძელების სურვილის გამოხატვა მიმდინარე სემესტრში და ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით წერილობითი მომართვა (რაც იმავდროულად წარმოადგენს სტუდენტის მიერ შესაბამისი აკადემიური თუ ფინანსური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების დადასტურებას), აძლევს უნივერსიტეტს შესაძლებლობას:
*    ერთი მხრივ, დაგეგმოს სწავლება/სწავლის პროცესი, განსაზღვროს ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობის გარანტიები და მასთან დაკავშირებული რისკები;
*    მეორე მხრივ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეცადოს სტუდენტების მაქსიმალური მხარდაჭერა.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.