გიორგი ფხაკაძე Covid 19 შესახებ

ბოლო ოცწლეულში ჩვენი პლანეტის მოსახლეობას ინფექციური დაავადებების მთელ რიგ ეპიდემიასა თუ პანდემიასთან მოუწია გამკლავება

2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიოში მთავარ თემად კორონავირუსის ეპიდემია და მასთან ბრძოლა იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადებამ არსებული ვნებათა ღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა და ხელი შეუწყო  სხვადასხვა ჭორისა თუ შეთქმულების თეორიის სწრაფ გავრცელებას.

აღნიშნული გლობალური გამოწვევის პირობებში მძაფრდება საზოგადოების ფართო მასებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა, ამ მხრივ აქტუალურია მტკიცებულებებზე დამყარებული საუბრები დარგის წამყვან სპეციალისტებთან, ამიტომაც, აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს შეთავაზა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთან ონლაინ შეხვედრა.

გიორგი ფხაკაძე MD. PhD - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC) წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის  პროფესორი, ესაუბრა სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებში კოვიდ -19 მართვის არსებულ გამოცდილებაზე,  შეაფასა ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები და მოსალოდნელი რისკები, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური დისტანცირების, როგორც საუკეთესო გამოსავალის უპირველესი წინაპირობის მნიშვნელობას!..

#stayathome

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.