ვებინარი: როგორ გავიაროთ ონლაინ გასაუბრება წარმატებით

👉 თანამედროვე ეპოქაში, ყველაფერი ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ხდება: ნივთების შეძენა, ინფორმაციის მოპოვება, წიგნების კითხვა და მათ შორის ძალიან გავრცელებულია ონლაინ გასაუბრება სამსახურის მაძიებელთათვის. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით ყურადსაღებია, როდესაც აპლიკანტი და დამსაქმებელი სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან ან მსოფლიო პანდემიაა გამოცხადებული და გიწევს ონლაინ გასაუბრების გავლა.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახური დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე კვლავ აგრძელებს ზრუნავს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ ხელშეწყობაზე.
#დარჩი სახლში და 2020 წლის 10 აპრილს 13:00 საათზე ჩაერთე ონ-ლაინ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კარიერული მხარდაჭერის სერვისის ვებინარს თემაზე: როგორ გავიაროთ ონლაინ გასაუბრება წარმატებით.
ვებინარზე ონ-ლაინ დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 


ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.