ინფორმაცია როგორც იარაღი

2020 წლის 2 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კურსდამთავრებულთა ქსელის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა ონლაინ დისკუსია მედიაწიგნიერების თემაზე.

მთავარმა მომხსენებელმა, მასობრივი კომუნიკაციების დოქტორმა, ხათუნა სამნიაშვილმა მითების შექმნისა და გავრცელების, ყალბი ახალი ამბების წარმოებისა და მათი შეჩერების შესახებ ისაუბრა. მოგვიანებით კი, დისკუსიის მონაწილეებმა დეზინფორმაციის ნაკადთან გამკლავებაში კრიტიკული აზროვნების როლზე იმსჯელეს;

ონლაინ შეხვედრამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელებში. მონაწილეთა უმრავლესობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები იყვნენ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.