როგორ უმკლავდება იმერეთი პანდემიასთან ბრძოლას

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კურსდამთავრებულთა ქსელი აგრძელებს ონლაინ დისკუსიების ორგანიზებას

ამჯერად, ონლაინ შეხვედრის თემა პანდემიაა. განვიხილავთ, რა ტიპის გლობალურ გამოწვევასთან გვაქვს საქმე და ვიმსჯელებთ, თუ როგორ ვუმკლავდებით მას ლოკალურად.
ონლაინ შეხვედრის მთავარი მომხსენებელი - დასავლეთ საქართველოში საკარანტინო ზონების კოორდინატორი - ნოდარ მაღლაფერიძეა. ნოდარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სახელმწიფო პროგრამებს უწევს კოორდინირებას.
თემით დაინტერესებულებს, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია და დღის ბოლომდე დაგვიდასტურეთ მონაწილეობა. დამატებით ტექნიკურ დეტალებზე მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას;
დისკუსია გაიმართება 8 აპრილს, ოთხშაბათს 18:00 საათზე

რეგისტრაციის ბმული

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.