კონკურსი „ვინ უკეთ წერს“

2020 წლის 14 აპრილს, 14 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კონკურსი

ვინ უკეთ წერს

კონკურსი ითვალისწინებს განსაზღვრულ დროში (45 წთ) მოცემულ თემაზე თხზულების (ჩანახატის, ნოველის, ლექსის...) შექმნას.

მონაწილეობა შეუძლია აწსუ ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს (მაგისტრანტს).

კონკურსი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინპლატფორმაზე (Microsoft Teams) დარეგისტრირებულ ჯგუფშისაქართველოს სახელმწიფო ენა“.

სტუდენტები კონკურსში ჩაერთვებიან  კორპორაციული ფოსტის საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი, ტელეფონის ნომერი, კორპორაციული ფოსტის მისამართი) უნდა გამოგზავნონსტუდენტთა საენათმეცნიერო წრისსასაუბროში.

რეგისტრაციის ვადა: 13 აპრილის 19 საათამდე. 

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებებს!

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.