SARS-CoV-2 და იმუნური პასუხი

მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის ნანა შავლაყაძის საუბარი სტუდენტებთან და 
კოლეგებთან სალექციო დრომ ვერ დაიტია, მსოფლიო პანდემიის გამომწვევი 
კორონავირუსისა (SARS-CoV-2) და მასპინძელი ორგანიზმის იმუნური სისტემის 
ურთიერთობის საკითხების გარკვევისა და ვირუსის დასამარცხებლად ორგანიზმის 
დაცვის მექანიზმებში ღრმად წვდომის მიზნით განხილულ იქნა: ვირუსის 
ტაქსონომია, ადამიანთა პოპულაციაში SARS-CoV-2-ის ტრანსმისის ციკლი; მისი 
აღნაგობა და მასპინძელ ორგანიზმში ჩასახლების მექანიზმები (ACE 2 რეცეპტორის 
ჩათვლით); თანდაყოლილი (ამოცნობის, ფაგოციტოზის, კომლემენტის, 
ნატურალური მკვლელების, ინფერფერონის ოჯახის) და შეძენილი (T- და B-
უჯრედული) იმუნური დაცვის თითქმის ყველა კომპონენტის მუშაობის 
სპეციფიურობა. დაწვრილებით იქნა ახსნილი SARS-CoV-2-ზე, როგორც 
სუპერანტიგენის მიერ გამოწვეული იმუნოპათოლოგიური პროცესები, რასაც 
"ციტოკინური ქარიშხალი" ქვია, COVID-19 მძიმე და უმძიმესი ფორმის კლინიკური 
შემთხვევები, მკურნალობის საშუალებებით, რეალური ქეისების მაგალითზე. 
ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, პასუხი გაეცა აუდიტორიის საინტერესო 
კითხვებს და გამოითქვაშემდგომი შეხვედრების სურვილი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.