აწსუ-ში კონკურსი „ვინ უკეთ წერს“ ჩატარდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით 2020 წლის 14 აპრილს ჩატარებულ ტრადიციულ კონკურსში ვინ უკეთ წერსმონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პედაგოგიკის ფაკულტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აგრეთვე, ართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, სტუდენტები.

კონკურსი ჩატარდა დისტანციურად, ონლაინპლატფორმაზე (Microsoft Teams) დარეგისტრირებულ ჯგუფშისაქართველოს სახელმწიფო ენა“. იგი ითვალისწინებდა განსაზღვრულ დროში (45 წთ) მოცემულ თემაზე თხზულების (ჩანახატის, ნოველის, ლექსის...) შექმნას.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული: I ადგილი ანი ჟორჟოლიანი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის I კურსი); II ადგილიკალანდია ნინო (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის IV კურსი); III ადგილილანა ცხადაძე (პედაგოგიური ფაკულტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის IV კურსი).

გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პრიზებით. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.