აწსუ-ს სტუდენტთა ფინანსური დახმარება კონკრეტული კატეგორიების მიხედვით

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს 2019-2020 სასწავლო წლის  სტუდენტთა ფინანსურ დახმარებათა ციკლს.

აწსუ გაუწევს იმ სტუდენტებს ფინანსურ დახმარებას რომლებიც მიეკუთვნებიან განსაზღვრულ კატეგორიას (დამადასტურებელი დოკუმეტის წარდგენით):

• ომში დაღუპულის შვილი (სტუდენტის პირადობა, გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი)

• იძულებით გადაადგილებული პირი (სტუდენტის პირადობა, დევნილის მოწმობა)

სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახიდან, 18 წლამდე 4-ზე მეტი დედმამიშვილი (დაბადების მოწმობები, მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები)

სტუდენტი რომელსაც ყავს 3 შვილზე მეტი (სტუდენტის პირადობა, ქორწინების მოწმობა, შვილების დაბადების მოწმობები)

ცოლ-ქმარი სტუდენტი (სტუდენტის პირადობა, ქორწინების მოწმობა)

დედით და მამით ობოლი სტუდენტი (სტუდენტის დაბადების მოწმობა, მშობლების გარდაცვალების მოწმობები)

სოციალურად დაუცველი სტუდენტი (სტუდენტის პირადობა, სოციალურის ამონაწერი)

შეზღუდული შესაძლებლობის მხონე სტუდენტი (სტუდენტის პირადობა, ჯანმრთელობის ცნობა)

• რექტორის კატეგორია (სტუდენტის პირაობა, დამადასტურებელი დოკუმენტაცია)

თუ, აწსუ-ს სტუდენტი, მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეორიიდან ერთ-ერთს სტუდენტმა უნდა გადმოაგზავნოს განაცხადი და შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტს შეგიძლიათ მობილურით გადაუღოთ ფოტო და გადმოაგზავნოთ) სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ელ. ფოსტაზე 2020 წლის 1 მაისის ჩათვლით.

განცხადების დასაწერად გთხოვთ იხელმძღვანელოთ სტუდენტთა მხარდაჭრისა და განვითარების სამსახურის განაცხადის ფორმით და განცხადების გადაგზავნის ტუტორიალით.

განაცხადის ნიმუშს იპოვით ბმულზე: 👇

https://atsu.edu.ge/index.php/applications-management-info

განცხადების შევსების და გადაგზავნის ტუტორიალს იხილავთ ბმულზე: https://youtu.be/ZDZJx25HPCk

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.