ERASMUS + Credit Mobility გაცვლითი პროგრამის გამოცდილების გაზიარება მარიამ როდონაია

ERASMUS + Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში
აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა“ მეორე კურსის სტუდენტმა მარიამ როდონაიამ რიგი მოდულები კვლევის შესაძლებლობით  დიდ ბრიტანეთში ჩესტერის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  აითვისა, იქ  მიღებული გამოცდილება კი  ფაკულტეტის სტუდენტებს ონლაინ აუდიტორიაში გაუზიარა.
თითოეულ სტუდენტს მიეცა შეკითხვის დასმის შესაძლებლობა როგორც უცხოეთში სწავლების პროცესის ასევე, სხვა ქვეყანაში განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში დამოუკიდებელი ცხოვრების სირთულის შესახებ, აღნიშნულ კითხვებზე გაცემულ  საინტერესო  პასუხებში ითქვა მარიამ როდონაიას მთავარი სათქმელი: უცხოეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად შენი ქვეყნის მომავალს და წინსვლას უნდა მოვახმაროთ!..

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.