ღია საზოგადოების ფონდების სტიპენდიების პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების  სტიპენდიები 2021

პროგრამის გზამკვლევი

პროგრამის აღწერა

სამოქალაქო საზოგადოების კვლევის სასტიპენდიო პროგრამა (CSSA) დოქტორანტურის სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს სთავაზობს კონკურსში მონაწილეობას აკადემიურ პროექტებზე სამუშაოდ სოციალურ მეცნიერებებში, საკუთარ ქვეყანაში, ან რეგიონში.

COVID-19 ვირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად შექმნილი გლობალური პრობლემების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ვიწვევთ დოქტორანტებსდა სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებლებს მათ დისციპლინებთან დაკავშირებული კვლევების საწარმოებლად, ან მათი დისერტაციის, აკადემიური სტატიების, წიგნების ან სხვა აკადემიური ნაშრომის დასასრულებლად და გამოსაქვეყნებლად.

CSSA უპირატესობას მიანიჭებს სამეცნიერო-კვლევით განაცხადებს, რომელთა თემები იქნება მზარდი ავტორიტარიზმისაგან დაცვა; მდგრადი განვითარება, კლიმატის ზემოქმედება და კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქება; ეკონომიკური სამართლიანობა და მშრომელთა უფლებები; ინფორმაციული დემოკრატია; COVID-19 პანდემიის გავლენა განმცხადებლის მშობლიურ ქვეყანასა თუ რეგიონზე. CSSA დააფინანსებს მკვლევართა განაცხადებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

სტიპენდიანტები შეირჩევიან აკადემიური მიღწევებისა და ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის საფუძველზე დაიცვან ღია საზოგადოების ღირებულებები თავიანთ მშობლიურ რეგიონებში. გათვალისწინებული იქნება აპლიკანტების შესაძლებლობები აკადემიური კავშირები თავის სფეროებში. განაცხადები შეიძლება მოიცავდეს საერთაშორისო მგზავრობას, თუმცა არ არის აუცილებელი.

რა არის "ღია საზოგადოება"?

ღია საზოგადოება არისსაზოგადოება, სადაც არავის აქვს მონოპოლია სიმართლეზე,აღიარებულია განსხვავებული ადამიანების განსხვავებული შეხედულებები და ინტერესები. არსებობს ინსტიტუტების საჭიროება, რომლებიც დაიცავენ ყველა ადამიანის უფლებებს მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. ტერმინიღია საზოგადოებაპოპულარული გახდა ფილოსოფოს კარლ პოპერის მიერ 1945 წელს გამოქვეყნებული წიგნითღია საზოგადოება და მისი მტრები”. ღია საზოგადოებისთვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, მრავალფეროვანი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და უმცირესობებისა და მათი მოსაზრებების პატივისცემა. ღია საზოგადოების ფონდებში უნდა არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა.თამამი, ინოვაციური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა უნდა ემსახურებოდეს სისტემურ ცვლილებებს, კრიტიკული და განსხვავებული აზრისაღიარებას.

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

საგრანტო განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:

  • მშობლიურ ქვეყანაში და უცხოეთში მყოფ დოქტორანტურის სტუდენტებს საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებლებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რომლებსაც აქვთ მაგისტრის ხარისხი და ასწავლიან თავისი ქვეყნის უნივერსიტეტებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება  შუძლიათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ავღანეთი, ალბანეთი, ანგოლა, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბურუნდი, კამბოჯა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეკვატორიული გვინეა, ერითრეა, ეთიოპია, საქართველო, ჰაიტი, კოსოვო, ლაოსი, ლიბია, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდავეთი, მონღოლეთი, მიანმარი/ბურმა, ნეპალი, პალესტინა, რუანდა, სერბეთი, სუდანი, სამხრეთ სუდანი, სირია. სვაზილანდი, ტაჯიკეთი, ტუნისი, თურქმენეთი, უზბეკეთი და იემენი.

ავსტრალიის, კანადის, ევროკავშირის ქვეყნების, ახალი ზელანდიის, სკანდინავიის ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს,  აშშ-ს მოქალაქეებს და ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

მიუხედავად იმისა ეწევიან თუ არა მიმდინარე პერიოდში პედაგოგიურ მოღვაწეობას უნივერსიტეტბში, დოქტორანტებმა განაცხადი უნდა გააკეთონ როგორც სტუდენტებმა.
სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის ხარისხი, ასწავლიდნენ თავის მშობლიურ ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში და არ უნდა ირიცხებოდნენ სადოქტორო პროგრამაზე. მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც სწავლობენ, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

პროფესორ-მასწავლებლებმა, რომელთა პროექტები ითვალსიწინებს ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ აქტივობებს,დამსაქმებლისგან წერილობით უნდა წარმოადგინონ თანხმობა აქტივობის პერიოდში შვებულების თაობაზე.

CSSA გრანტი ერთ განმცხადებელზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ორჯერ.

პროგრამაში არ ხდება დისკრიმინაცია ასაკის, რასის, ფერის, სქესის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ნიშნით, შეზღუდული შესაძლებლობების, ორსულობისა და დედობის და ასევე, ქორწინების და / ან სამოქალაქო პარტნიორობის საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისობის დეტალური კრიტერიუმები იხილეთ დოკუმენტშიხშირად დასმული კითხვები“, რისთვისაც გადადით შემდეგ ბმულზე: https://www.opensocietyfoundations.org/grants/civil-society-scholar-awards

საკონკურსო მიმართულებები:

პროგრამის მიზანია აკადემიურ კვლევების მხარდაჭერა სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებში, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს:

  • მზარდი ავტორიტარიზმისაგან დაცვა;
  • მდგრადი განვითარება, კლიმატის ზემოქმედება და კლიმატის ცვლილების
    შედეგების შემსუბუქება;
  • ეკონომიკური სამართლიანობა და მშრომელთა უფლებები;
  • ინფორმაციული დემოკრატია;
  • COVID-19 პანდემიის გავლენა განმცხადებლის მშობლიურ ქვეყანასა თუ რეგიონზე.

კონკურსში არ მიიღება პროექტები შემდეგ მიმართულებებში:

ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი, კომპიუტერული მეცნიერება, ფინანსები / საბანკო საქმე, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და ..), მათემატიკა, სამედიცინო მეცნიერებები ან ინგლისურის, როგორც უცხო ენის შესწავლა.

მხარდაჭერილი საგრანტო აქტივობები:

გრანტი მხარს დაუჭერს მოკლევადიან აკადემიურ პროექტებს და დისერტაციის დასრულებას, რომლებიც ტარდება განმცხადებლისქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ.

პროექტში შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი აქტივობები:

  • საველე სამუშაოები (მონაცემთა შეგროვება);
  • ხანგრძლივი სამეცნიერო ვიზიტები ქვეყნის ან უცხოეთის ბიბლიოთეკებში,
    არქივებში ან უნივერსიტეტებში სამუშაოდ;
  • კურსის/სასწავლო გეგმის შემუშავება უცხოეთში მყოფ აკადემიურ თანამშრომლებთან ურთიერთობით ონლაინ რეჟიმში;
  • კვლევა, რომლის შედეგი იქნება რეცენზირებული გამოცემა;
  • დამამთავრებელი კურსისსტუდენტებისათვის ნაშრომების დასრულებასაკუთარ ქვეყანაშიან უცხოეთში.

განმცხადებელს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი წელიწადში.

უცხოეთში სწავლის დაფინანსება არ განიხილება.

პროექტი შეიძლება გაგრძელდეს 3-დან 10-თვემდე. პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა 3 თვეა.
პროექტის ადგილმდებარეობა: კვლევითი საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს
განმცხადებლის სამშობლოში, ან მის ფარგლებს გარეთ. განმცხადებლები პასუხისმგებელნი
არიან მგზავრობასთან (ვიზა და მოგზაურობა) და საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე.

ის განაცხადები, სადაც რუსეთი და აზერბაიჯანი მითითებული იქნება როგორც კვლევის ერთ-ერთი ადგილი, კონკურსში არ დაიშვებიან.

საგრანტო განაცხადები, რომლებშიც შეერთებული შტატებია მითითებული კვლევების ერთ-ერთი ადგილად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • თუ განმცხადებელი ამჟამად არ იმყოფება შეერთებულ შტატებში, განაცხადს თან უნდა ჰქონდეს დართული ოფიციალური მოწვევა მასპინძელი უნივერსიტეტიდან. ასევე, მას უნდა ახლდეს დადასტურება, რომ მასპინძელ ინსტიტუციას აქვს უფლება მოითხოვოს კონკურსანტის J1ვიზით უზრუნველყოფა. თუ განაცხადის გაკეთების მომენტში მსგავსი საბუთის წარმოდგენა არ ხერხდება, შემდგომი ნაბიჯებისთვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვებიშემდეგ ბმულზე: https://www.opensocietyfoundations.org/grants/civil-society-scholar-awards 
  • კონკურსის ყველა ფინალისტს, რომლებსაც CSSA- მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ესაჭიროებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მგზავრობა, ესაჭიროება J1ვიზის აღება. ამ მიზნისათვის B1/B2 ტიპის ვიზა არ გამოდგება.
  • პროექტის განხორციელების ვადაა: 1 მარტი, 2021 – 31 დეკემბერი, 2021.

თუ პროექტის დაწყება და დასრულება ამ ვადებში არ არის შესაძლებელი, მოხდება მისი კონკურსიდან დისკვალიფიცირება.

  • მოთხოვნილი დაფინანსების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს $15,000.

არ დაფინანსდება შემდეგი პუნქტები:

  • ფედერალური ან / და სახელმწიფო გადასახადები დაფარვა;
  • კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის ან კომპიუტერთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობების შეძენა;
  • სწავლის საფასურის ანაზღაურება;
  • კონფერენციაზე დასწრება, რომელიც არ წარმოადგენს განმცხადებლის კვლევითი პროექტის ნაწილს;
  • ჯგუფური პროექტები;
  • განმცხადებლისათვის ჰონორარის გადახდა;
  • მესამე მხარისათვის ჰონორარის ან სხვა გადასახადების ანაზღაურება, მაგალითად, დაქირავებული მკვლევარისათვის, გამონაკლის შემთხვევაში დაქირავებულ მკვლევარს შეიძლება აუნაზღაურდეს გაწეული შრომისათვის ჰონორარი;
  • მესამე მხარისათვის ჰონორარის, ან სხვა გადასახადების ანაზღაურება, მაგალითად, დაქირავებული მკვლევარებისათვის. გამონაკლის შემთხვევებში, გრანტის მცირე პროცენტი, რომელიც არ აღემატება 15% -, შეიძლება ამ მიზნისთვის განიხილებოდეს.

აპლიკანტებს დაბეჯითებით მოეთხოვებათ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე მიმართონ მასპინძელ უნივერსიტეტს იმის დასადგენად, თუ რა მინიმალური ოდენობის დაფინანსების უზრუნველყოფა არის საჭირო ვიზის მისაღებად

გრანტის მიმდინარეობის პერიოდში შერჩეული ფინალისტები შეიძლება მიიწვიონ პროგრამის მონაწილეთა კონფერენციაზე. ამ ღონისძიებისთვის მგზავრობის და განთავსების ხარჯებს დაფარავს CSSA.

დამხმარე საბუთები

კონკურსში მონაწილე ყველა განმცხადებლისაგან საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა.
(
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოთხოვნები დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის სხვადასხვაა).
ყველა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

  • შევსებული საგანაცხადო ფორმა;
  • CV-ის უახლესი ვერსია;
  • პასპორტის საიდენტიფიკაციო გვერდის ასლი;
  • დოქტორანტი აპლიკანტებისათვის - დასკანერებული ნიშნების ფურცელი/ტრანსკრიპტი ან მოპოვებული უმაღლესი ხარისხის საბოლოო შეფასება/ტრანსკრიპტი. პროფესორ-მასწავლებელი აპლიკანტებისა და დოქტორანტი განმცხადებლებისათვის - სწავლის პირველი წლის შედეგები;
  • მოწვევის წერილი შესაბამისი მიმართულების პროფესორისაგან ან ინსტიტუციის ადმინისტრაციის ხელძღვანელისგან, სადაც განმცხადებელმა პროექტის ფარგლებში კვლევა უნდა აწარმოოს (დასკანერებული დასაგანაცხადო ფორმაზე თანდართული).

დოქტორანტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ:

  • ოფიციალური წერილი  აკადემიური დაწესებულებიდან, რომელიც დაადასტურებს მათი ჩარიცხვის სტატუსს, დეპარტამენტს და ნაშრომისდასრულების სავარაუდო თარიღს (დასკანერებული და საგანაცხადო ფორმაზე თანდართული);
  • პერსონალური სარეკომენდაცი წერილი განმცხადებლის ქვეყანაში შესაბამის სფეროში მოღვაწე პროფესიონალის ან აკადემიური პერსონალისგან, რომელშიც ხაზგასმული იქნება განმცხადებლის მიღწევები, სამომავლოგეგმები და მშობლიურ ქვეყანასთან კავშირი
    (
    დასკანერებული და საგანაცხადო ფორმაზე თანდართული);
  • აკადემიური სარეკომენდაციო წერილი განმცხადებლის აკადემიური ხელმძღვანელისაგან, კვლევის ხელმძღვანელმა უნდა დაადასტუროსსაჭიროებს თუ არაკვლევით გათვალისწინებული აქტივობა IRB/ეთიკის კომიტეტის მხრიდან თანხმობას და დამტკიცებას
    (
    დასკანერებული და საგანაცხადო ფორმაზე თანდართული).

პროფესორ-მასწავლებელმა განმცხადებლებმა ასევე უნდა წარმოადგინონ:

1. ოფიციალური წერილი დამსაქმებლიდან, რომელიც დაადასტურებს განმცხადებლისმოთხოვნილი დროით დაკავებული თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების უფლებას (დასკანერებული და საგანაცხადო ფორმაზე თანდართული);

2. აკადემიური სარეკომენდაციო წერილი განმცხადებლის ზემდგომი კოლეგისაგან, რომელიც უშუალოდ იცნობს მის საქმიანობას და საკვლევ თემას (დასკანერებული და საგანაცხადო ფორმაზე თანდართული).

შენიშვნა: ერთი ან რამდენიმე დოკუმენტის დაკლების შემთხვევაშიშეიძლება განაცხადი არასრულად ჩაითვალოს და გამოიწვიოს დისკვალიფიკაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთხშირად დასმული კითხვები“: https://www.opensocietyfoundations.org/grants/civil-society-scholar-awards 
ყველა სარეკომენადაციო წერილი უნდა შეიცავდეს რეკომენდაციის გამცემი პირის სრულ სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და საკონტაქტო ნომერს.

როგორ გავგზავნოთ განაცხადი:

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 22 ივლისი, თბილისის დროით 19:59 საათი.

რეკომენდებულია ონლაინ განაცხადების გაგზავნა.

ონლაინ განაცხადი

ყველა აპლიკანტმა უნდა გააგზავნოს ონლაინ განაცხადი. განაცხადის ონლაინ გასაგზავნად უნდა შეხვიდეთ ბმულზე: https://www.opensocietyfoundations.org/grants/civil-society-scholar-awards , დარეგისტრირდეთ და შემდეგ მიყვეთ ინსტრუქციებს.


არაელექტრონული განაცხადი

საგანაცხადო ფორმის საბეჭდ ვერსიაზე შესასვლელად უნდა შეხვიდეთ ბმულზე: https://www.opensocietyfoundations.org/grants/civil-society-scholar-awards , ან უნდა მიმართოთ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას (იხილეთ ქვემოთ,, გვ. 6).
გთხოვთ გამოგზავნოთ განაცხადი ონლაინ, ან ელფოსტის მეშვეობით 2020 წლის 22 ივლისის ჩათვლით.
ფოსტით გამოგზავნილი განაცხადები ამჯერად არ მიიღება.
თუ ერთი ინდივიდისგან გამოგზავნილი იქნება ორი ან მეტი განაცხადი, შესარჩევი კომიტეტის მიერ განიხილება ღია საზოგადოების ფონდების (OSF) მიერ პირველად მიღებული განაცხადი.

კონკურსის შედეგები განმცხადებლებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე.

ღია საზოგადოების ფონდების ნიუ-იორკის და ლონდონის ოფისები


Open Society Foundations
Open Society Scholarship Programs
224 West 57th Street
New York, NY 10019 , USA
Email: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Open Society Foundation–London
Open Society Scholarship Programs
4th Floor, Herbal House
London, EC1R 5EN, UK
Email: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში
ფონდისაერთაშორისო განათლების ცენტრი
4 (10) ჭოველიძის ქუჩა
თბილისი, 0108
ტელ.: +995 32 2252615
საკონტაქტი პირები: ნინო ჩინჩალაძე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
და ნათია ნანავა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
www.cie.ge

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.