სტუდენტებისა და თანამშრომლების საყურადღებოდ!

აწსუ-სათვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. უნივერსიტეტის მიერ შექმნილი საგამოცდო პროგრამა არის შუალედური პროგრამა, რომელიც აძლევს ლექტორს საშუალებას მის მიერ შექმნილი ტესტების  ორგანიზება მოახდინოს.

აღნიშნულ პროცესში აპლიკაცია იყენებს Microsoft Forms და შესაბამისად აღნიშნულ სერვისზე ავტორიზაციას ითხოვს თავად კომპანია Microsoft, რათა ლექტორი შეუშვას საკუთარ Microsoft Forms-ში. ამ სერვისზე შესვლისათვის ნებისმიერი პიროვნება ისედაც გადის ავტორიზაციას აპლიკაციის გარეთაც ბრაუზერის გამოყენებით. შესაბამისად, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების, ავტორიზაციის პროცესი სრულდება Microsoft-ის სერვერზე და არა აწსუ-ს სერვისებში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.