ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოს უნივერსიტეტების საშუალებით

პირველი საერთაშორისო კონფერენცია: „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“
გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით მართავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდენენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.


ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტიდან, სახალხო დამცველის ოფისიდან, გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორი საელჩოებიდან, გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე
სტუდენტებს, უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს, სკოლის მასწავლებლებსა და განათლების სპეციალისტებს.
ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის და ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, მასწავლებლებისა და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალურ ნორმებზე ზეგავლენაზე.
კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა
მნიშვნელოვან სფეროებში.
ჩვენ გვჯერა, რომ კონფერენცია მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება, სადაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიებში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში არსებული რელობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე. კონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 1-2 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ.ქუთაისში.
ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს კონფერენციის თეზისების და აგრეთვე სტუდენტებს ესეების წარმოსადგენად 2020 წლის 10ივნისიდან.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს: www.unicef.org/georgia და www.atsu.edu.ge ვერბგვერდებზე განთავსებული იქნება ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციის, სამეცნიერო საბჭოს, თეზისების შერჩევის, სტუდენტური კონკურსისა და კონფერენციის დეტალური პროგრამის შესახებ.
გიწვევთ სტუდენტებს, მასწავლებლებს, აკადემიერ პერსონალს და სპეციალისტებს გამოიყენოთ ეს უნიკალური შანსი და მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციაში.
შემდგომი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ნათია ჯოხაძეს, ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და ნანი ზეინკლიშვილს, ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

იხილეთ დანართები:

მოწვევა კონფერენციის მოხსენებების წარმოსადგენად

მნიშვნელოვანი თარიღები

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.