კონკურსის ,,ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ გამარჯვებული აწსუ-ის სტუდენტი მელანო ცირეკიძე გახდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით გამოცხადებული ესეების (ნარკვევების) კონკურსის ,,ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" გამარჯვებული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მელანო ცირეკიძე გახდა. ის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია (ხელმძღვანელი: აწსუ, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორი მედეა ლომინაშვილი-ფრუიძე).

 "კონკურსის თემა ეხებოდა ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) უპირატესობებს მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური განვითარებისთვის იმერეთში. ესეზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ნათლად გამოჩნდა პრობლემები იმერეთის მასშტაბით, ასევე, ევროკავშირის სიკეთეები, შესაძლებლობები, რომელსაც გვაძლევს და რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველომ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მოულოდნელი იყო გამარჯვება. მოულოდნელად დამირეკეს, მითხრეს, რომ გავიმარჯვე და უნდა ჩავსულიყავი. ძალიან გამიხარდა. ემოციებს ვერ აღვწერ. კარგი ყოფილა შრომა რომ გიფასდება. მადლობა ჩემს ხელმძღვანელს, ქალბატონ მედეას და ჩემს უნივერსიტეტს." - აღნიშნა მელანო ცირეკიძემ

კონკურსზე18 უნივერსიტეტიდან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების 100-მდე ნაშრომი იყო წარდგენილი

მელანო ცირეკიძეს ფულადი ჯილდო და სერთიფიკატი საქართველოს პარლამენტში კამპანია - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვისდახურვის ცერემონიაზე გადასცეს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.