აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგრანტო პროექტს ,,საბაზისო განათლების პროგრამა" განახორციელებს

2020 წლის 9 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა ხელი საგრანტო პროექტის ,,საბაზისო განათლების პროგრამის" ხელშეკრულებას მოაწერა.  პროექტის დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. 

პროგრამა არის ოთხწლიანი და მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციას მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეფორმისა და განათლების პოლიტიკისა და სასწავლო პროცესის კვლევაზე დაფუძნების გზით. 

უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მიერ შერჩეულ ტრენერებს ჩაუტარდებათ ტრენერთა ტრენინგი დაწყებითი საფეხურის(1-6 კლასი) კითხვისა და მათემატიკის მასწავლებლებისა და დირექტორების გადამზადების მიზნით. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ტრენერთა მიერ სულ გადამზადდება იმერეთის რეგიონის 373 სკოლის დირექტორი და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები. 

პროექტს ახორციელებს RTI International-ი საქართველოს შვიდ რეგიონალურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებასთან" (CFS), სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრთან (CCIIR) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (MOESCS) უშუალო თანამშრომლობით. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტებს ექნება შესაძლებლობა, განაახლონ სასწავლო კურიკულიმები განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კვლევებსა და ფორუმებში. 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.