საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამა სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში

მოქმედი საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამა, უცხოელ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლა განაგრძონ სადოქტორო პროგრამაზე.

საპრეზიდენტო სტიპენდიის ფარგლებში საერთაშორისო განაცხადების მიღება წარმოებს, როგორც კორეულ, ასევე ინგლისურენოვან მიმართულებებზე. სტიპენდიის მფლობელებს, სრულად დაუფინანსდებათ სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში ექვსი სემესტრის სწავლის გადასახადი, მგზავრობის ხარჯი (ეკონომ კლასის ავიაბილეთი) და სამედიცინო დაზღვევა. უნივერსიტეტში მიღებული კანდიდატი, მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში, ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1.500.00-2.000.000 კორეული ვონის (დაახლოებით 1.250-1.600 აშშ დოლარი) ოდენობით. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ონლაინ განაცხადების მიღება იწარმოებს მ.წ. 20 ივლისიდან 30 ივლისამდე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ ფლობენ დოქტორის ხარისხს. დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ინჟინერია, მედიცინა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განვითარების მეცნიერებები და კორეათმცოდნეობა.

იხილეთ დანართი 1

იხილეთ დანართი 2

იხილეთ დანართი 3

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.