აწსუ აცხადებს მიღებას მოკლევადიან გერმანული ენის კურსებზე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან გერმანული ენის კურსებზე. კონკურსის შედეგად შერჩეული იქნებიან A2/B1 მსმენელები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ გერმანული ენის კომპეტენცია, B2  დონემდე. კურსები უფასოა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ A2/ B1 დონის მსმენელებს გერმანულ ენაში  (დონის დადგენა მოხდება ჩატარებული ტესტირებით)

კურსის ხანგრძლოვობა: 4 თვე,

მსმენელებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. პირადობის ასლი 

2. განცხადება (იხ. დანართი

3. CV ქართულ ენაზე

პროექტი  ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით.

კურსის დასრულების შემდეგ მსენელებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 15 ივლისიდან 16 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სწავლება უფასოა იგი ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 577 970239

დოკუმენტში აღნიშნული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან ამერიკის შეერთბული სტატების მთავრობის შეხედულებას.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.