ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება აწსუ-ში

საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ბაზის შექმნა, მათი დასაქმების მიზნით. ამის საფუძველზე, ა(ა)იპ შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილი კლასტერის მართვის ორგანიზაციასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, მხარეების მიერ ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავება, განვითარება და ამ პროგრამებით ახალგაზრდების დაინტერესებაზე ზრუნვა.
აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, მხარეები ხელს შეუწყობენ მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და რესურსების გაზიარების გზით. კლასტერი მხარს დაუჭერს სტუდენტების პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს.
იმერეთში შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში კლასტერის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელის, ქრისტინე მაღლაკელიძის განცხადებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას სტაჟირების პროგრამით დაიწყებენ. აღნიშნული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება მიეცემათ 2-3 თვის განმავლობაში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება კლასტერის წევრ კომპანიებში.
ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.