ტალინის უნივერსიტეტის კონკურსი სტიპენდიის მისაღებად

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადდა კონკურსი სტიპენდიის მისაღებად სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვასა და ბელარუსიდან.

დაფინანსება ფარავს როგორც 2 წლიანი სასწავლო კურსის საფასურს, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას სტუდენტებისთვის. დაფინანსება შეეხება ტალინის უნივერსიტეტის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
ღია საზოგადოების ტექნოლოგიები - 4 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.
დოკუმენტური ფილმი - 1 სტიპენდია სტუდენტისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან ან ბელარუსიდან.
უკრაინული მედია და ინოვაცია - 2 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
საგანმანათლებლო ინოვაცია და ლიდერობა - 5 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში - 6 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აგვისტო.
ამასთან, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტალინის უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://www.tlu.ee/en/ministry-foreign-affairs-scholarships-2020

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.