აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი სტუმრობდნენ

მინისტრის მოადგილეს უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კუპატაძემ, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა იმერი ბასილაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თეა კორძაძემ და ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს.

ნუნუ მიცკევიჩმა პანდემიის პირობებში ელექტრონული სწავლების დაწყების და მიმდინარეობის პროცესზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი იყო, რომელმაც პანდემიის გამოწვევებთან გამკლავება ეფექტურად შეძლო.

მინისტრის მოადგილემ საბიბლიოთეკო კორპუსი დაათვალიერა და იმ ელექტრონულ სერვისებს გაეცნო, რომლითაც სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ.

ნუნუ მიცკევიჩმა უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab-ი დაათვალიერა, რომელიც აღჭურვილია სუპერთანამედროვე დანადგარებით: 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელით, ჩარხით, ვაკუუმის აპარატით და სხვა ტექნიკით.ფაბლაბის მიზანია იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს.

ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი ჭიჭინაძემ მინისტრის მოადგილეს მიმდინარე სიახლეები გააცნო, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ თავიანთი ელექტრონული ანგარიშიდან ნახონ ინფორმაცია გატანილი წიგნების შესახებ, დაბრუნების ვადების შესახებ. ახალი სერვისებით სარგებლობას მომხმარებლები მიმდინარე წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაიწყებენ. პანდემიის დროს ელექტრონული ბიბლიოთეკის მომხმარებლებლის რაოდენობა 60 პროცენტით გაიზრდა, ელექტრონული რესურსების რაოდენობა 3 ათასს შეადგენს. გარდა ამისა მდიდრდება ძველნაბეჭდი და უნიკალური წიგნების ფონდი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.