Big Idea Challenge კონკურსში გამარჯვებული აწსუ-ს სტუდენტები

👨‍🎓აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის სპეციალობის, სტუდენტები: დემური დანგაძე, გიორგი სვანიძე და მიხეილ მეძველია Big Idea Challenge-ის კონკურსის კატეგორიის ,,კრეატიული იდეები" გამარჯვებულები გახდნენ.

✅კონკურსის ფინალი 29 ივლისს გაიმართა. სტუდენტებმა კომიქსებისა და სხვა ნაწარმობებისათვის პლატფორმის შექმნის იდეა წარადგინეს, რომელიც ავტორებს შესაძლებლობას მისცემს მათი ნაშრომები უფრო მრავალფეროვანი გახადონ.
👏🎉აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტი ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას და უსურვებს წინსვლას სამომავლო საქმიანობაში.
📍სსიპ "შემოქმედებითი საქართველოსა" და "ბრიტანეთის საბჭოს" თანამშრომლობით ინიცირებული შემოქმედებითი ნაპერწკლის საგრანტო პროგრამაში საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო 9 უნივერსიტეტი და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 90-მდე სხვადასხვა იდეა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.