აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "სითი ინსტიტუტი საქართველოს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 

მემორანდუმის მიზანია სტუდენტების ჩართულობა ქალაქგეგმარებით და სხვა პროექტებში, მათი პროფესიული განვითარება.

ეს გულისხმობს შესაბამისი მიმართულებების სტუდენტების ჩაერთვას პროექტებით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემებისა ინფორმაციების შეგროვებასა და ანალიზში, ყველა იმ ღონისძიებასა და სამუშაოებში, რომელსაც ,,სითი ინსტიტუტი საქართველო" განახორციელებს.
მემორანდუმს ხელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და ,,სითი ინსტიტუტ საქართველოს" თანადირექტორებმა, მამუკა სალუქვაძემ და არჩილ ბარბაქაძემ მოაწერეს. 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.