აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოქტომბერში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1 და 2 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენცია მიეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში.

კონფერენციისათვის მზადება უკვე მიმდინარეობს. დეტალების განსახილველად გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი უნივერსიტეტის რექტორს, როლანდ კოპალიანს შეხვდა.
,,ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით და მისიით, რადგან ემსახურება ბავშვთა უფლებების დანერგვას და ცნობადობის ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან დიდი ჩართულობა კონფერენციაზე, ველოდებით სხვადასხვა ქვეყნების მაღლი თანამდებობის პირებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც შემდგომში სხვა უნივერსიტეტებისთვისაც მისაბაძი გახდება.“ - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილიმ.
,,ამ ღონისძიებას ძალიან ბევრი მონაწილე ეყოლება როგორც უცხოეთიდან, ასევე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონფერენციამ სტიმული და საფუძველი უნდა ჩაუყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების, ჩართვას საგანმანათლებლო პროგრამებში.“- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.
სასწავლო პროგრამებში ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და პედაგოგიურ ფაკულტეტებზეა ხორციელდება.
​აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სილაბუსებში ბავშვთა უფლებების საკითხების დანერგვა დაიწყო.

 იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი www.ircec.atsu.edu.ge

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.