აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენტორები იმერეთში პედაგოგებს გადაამზადებენ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით  USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორი ნენსი პარკი, USAID-ის განათლების სპეციალისტი მედეა კაკაჩია და  USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კოორდინატორი ანა აბულაძე იმყოფებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა უნივერსიტეტი მიერ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფას. სტუმრები უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს შალვა კირთაძეს, პედაგოგიური ფაკულტეტის  ადმინისტრაციას და პროგრამის განმახორციელებლებს შეხვდნენ.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა (USAID Basic Education Program) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა და 4 წელი გაგრძელდება. პროგრამა დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ახორციელებს სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი - RTI International. პროგრამაში  აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტტან ერთად,  ჩართულია საქართველოს 7 უნივერსიტეტი და 2 არასამთავრობო ორგანიზაცია.

პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 9 ივლისს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების დანერგვის მიზნით, აწსუ-ს ტრენერების ჩართულობით გადამზადდება იმერეთის რეგიონის  373 საჯარო სკოლის დირექტორებსა და  დაწყებითი კლასების კითხვისა და მათემატიკის მიმართულების მასწავლებლებს.

 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პედაგოგიური ფაკულტეტის  მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამების განახლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების, დიფერენცირებული მიდგომების, განმავითარებელი შეფასების, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური განათლების პრინციპების მიმართულებებით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.