აწსუ მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

მაგისტრანტობის კანდიდატთაგან სარეგისტრაციო საბუთების ნუსხის დამტკიცების, სარეგისტრაციო ვადებისა და მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდის თარიღის  განსაზღვრის შესახებ

2020-2021 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა წარმოაგინონ შემდეგი საბუთები:

1. განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
2. პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
3. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
4. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და მისი დანართის ასლები მათივე დედნების წარდგენით (მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ცნობას შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შესახებ ნიშნების ფურცელთან ერთად);
5. სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
6. ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
7. უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამეზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამაზე სწავლების შესაბამისი ენის B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ: ბრიტანეთის საბჭოს სერთიფიკატი, გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი, გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი, ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ გაცემული ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი - (DELF), (TCF), აწსუ ენათა კურსების სერთიფიკატი.
8. მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის - 30 ლარის გადახდის ქვითარი; იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდას აბარებს ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე - 50 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057267).

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 14 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში. მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ XXII (ახალი საბიბლიოთეკო) კორპუსი,  I სართულის ფოიე, 10 საათიდან 17 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.

მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2020 წლის 23 და 24 სექტემბერს.
სააპელაციო განცხადებების განხილვა გაიმართება 25 სექტემბერს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.