პირველ კურსზე ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელი დაიწყება 2020 წლის 14 სექტემბერს!

2020-2021 სასწავლო წლის ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის უნივერსიტეტში ჩასარიცხმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით);
3. 4 ცალი ფოტო სურათი 3X4-ზე (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
4. საგამოცდო ბარათი;
5. ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი- (დედნის წარდგინებით).
6. სოციალურად დაუცველისა და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) შემთხვევაში შესაბამისი მოწმობების ქსეროასლები.


შენიშვნა: აბიტურიენტი, რომელიც რეგისტრაციის გავლის მომენტში არ არის 18 წლის დამატებით უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა და მისი ასლი. ამავე აბიტურიენტს უნდა ახლდეს ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი (დედა/მამა/მზრუნველი - პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).


ადმინისტრაციული რეგისტრაცია (საბუთების მიღება) და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2020 წლის 8 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59,  I კორპუსი, მე-2 სართული,  აუდიტორია №1211. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.