ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა აწსუ-ს ირანისტიკის მიმართულების სტუდენტებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ტრადიციული კულტურული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მზადყოფნას გამოთქვამს, სწავლის საფასურით უზრუნველყოს სტუდენტები (მაქსიმუმ 5 სტუდენტი), რომლებიც აირჩევენ ირანისტიკის მიმართულებას. გარდა ამისა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება ხელს შეუწყობს ირანის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ამ სტუდენტების გრძელ და მოკლევადიან სასწავლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას