საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2020 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:
1. ეკონომიკური თეორიის თანამედროვე საკითხები
2. COVID 19 – ის შემდგომი გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანფორმაცია
3. უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების აქტუალური ეკონომიკური პრობლემები
4. ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარების ძირითადი მიმართულებები (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მშენებლობა, ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა, სამთო გეოლოგია, დიზაინი, მედიცინა და სხვ.)
5. ეროვნული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკური, სამართლებრივი, ისტორიული, ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“

მოხსენებების გაგზავნის ბოლო ვადა - 25 სექტემბერი
კონფერენციაში მონაწილეობის თანხის გადახდის ბოლო ვადა - 10 ოქტომბერი
საბანკო რეკვიზიტები სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისათვის მონაწილეებს გაეგზავნებათ სარედაქციო კოლეგიის მიერ სტატიის განხილვის შემდეგ
ერთი მოხსენების ავტორთა მაქსიმალური რაოდენობა - 2

22 ოქტომბერი, 2020
თბილისი, საქართველო

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.