ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტში (ნორვეგია)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.

სპეციალობა: ტურიზმი
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა (B2)

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 თვე
აკადემიური პერსონალი: 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 6 დღე

საჭირო დოკუმენტები:

• CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
• პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
• ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ინგლისურ ენაზე)
• სტუდენტის ცნობა/ცნობა სამუშაო ადგილიდან (აკადემიური პერსონალისათვის) (ინგლისურ ენაზე)
• სასწავლო ხელშეკრულება (სტუდენტებისათვის) დანართი 1
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 29 სექტემბრამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში

შესაძლებელია დასკანერებული საბუთების გამოგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ: Erasmus+ის სტიპენდიები ნორვეგიაში
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504) ტელ.: 24 57 84

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.