ციფრული პროფესიები, კომპეტენციები და უნარები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახრურის ორგანიზებით, 2020 წლის 23 ოქტომბერს 15:00 საათზე ელექტრონული მმართველობა საქართველოს (E-GOV Georgia) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, სილქნეტის ციფრული პროდუქტების განყოფილების უფროსი  თეა ტურაშვილი გამართავს დისკუსიას აწსუ- სტუდენტებისათვის თემაზე: „ციფრული პროფესიები, კომპეტენციები და უნარები

შეხვედრის განმავლობაში სპიკერი ისაუბრებს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ციფრულ პროფესიებზე, კომპეტენციებზე და უნარების ძირითად სქემებზე.

შეხვედრა გაიმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგ მისამართზე თამარ მეფის 59. ., ქუთაისი. აუდიტორიის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ მითითებულ მეილზე.


შეხვედრა ჩატარდება კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID- 19) დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.