აწსუ სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციამ, Together Moving Forward საგრანტო პროექტის ფარგლებში დაიწყო აქტივობების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, მოხდება რეგიონების მიხედვით (იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი) იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული ტრეინინგების შეთავაზება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონკურსი პროექტების წერაში და ონლაინ კონფერენცია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. კონკურსის 4 გამარჯვებულს, განსხვავებული რეგიონიდან გადაეცემათ პრიზები.
თუ გაქვს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, ხარ 16-24 წლამდე და გსურს, ისწავლო, როგორ გამოიყენო არსებული შესაძლებლობები შენი უკეთესი მომავლისათვის, შეავსე სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3dEnbeE

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.