პროექტი ,, ინგლისური ენის ვირტუალური კლუბი“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებულ პროექტში ‘Virtual English Club’ მონაწილეობისთვის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ენების შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით მოიპოვა გრანტი, რომლის ფარგლებში აწსუ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ უფასოდ ჩაერთონ ინგლისური ენის ვირტუალური კლუბის მუშაობაში, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ აიმაღლონ ენობრივი კომპეტენცია და განავითარონ საჭირო შემოქმედებითი და პროფესიული უნარ-ჩვევები. გთხოვთ, დაინტერესებულმა სტუდენტებმა სამოტივაციო წერილები (ინგლისურ ან ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ მითითებულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. გადმოგზავნის ბოლო ვადა - 17ნოემბერი 17:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მოცემულ ელ. ფოსტის მისამართზე.
გისურვებთ წარმატებას!

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.