გაეროს ბავშვთა ფონდსა და აწსუ ბავშვის უფლებათა ცენტრმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდსა და უმაღლესი სასწავლებლის ბავშვთა უფლებათა ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტში ერთწლიანი სამოქმედო გეგმაა გაწერილი. ერთი წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებათა ცენტრში გაიმართება ღია დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები, რომლებიც მომავალ განათლების სპეციალისტებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და თემებს დაეხმარებათ, მეტი გაიგონ ბავშვის უფლებებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ.

მიმდინარე წლის ოქტომბერში გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებების ცენტრის შექმნას. ცენტრი არის საინფორმაციო ჰაბი და ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების, მშობლების და ბავშვების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებებზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.