აწსუ-ში შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ შეხვედრა ,,შშმ პირთა გამოწვევები უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში და სერვისების მიღების მიმართულებით COVID-19 პანდემიის პირობებში”გაიმართა.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსმა ნინო ჭიღლაძემ, განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.საინფორმაციო შეხვედრა მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ დღის აღნიშვნას მეცხრე წელია უერთდება.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.