ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS + ის მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში, იაში, რუმინეთი

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს. აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა (B2).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 დღე (მინ. 8 საათი).

საჭირო დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ცნობა სამუშაო ადგილიდან
4. ხელშეკრულება

განცხადება იოან კუზას უნივერსიტეტი

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 29 დეკემბრამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში
შემდეგ ელექტრონულ მისამარტზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ გვერდი

ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504, ტელ.: 24 57 84)

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.