ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდია

ცხადდება ღია კონკურსი ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2020/2021 აკადემიური წლისათვის.
პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისა და ექსპერტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთ ქვეყნებში და რეგიონში დემოკრატიის, ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით.

პროგრამა ხორციელდება პოლონეთის 5 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლუბლინი) და მოიცავს ორი სემესტრის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლებას და სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში 2–4 კვირიან პროფესიონალურ სტაჟირებას.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 მარტი
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის, სასწავლო მიმართულებების, აპლიკაციის, დოკუმენტებისა და დაფინანსების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე:
https://kirkland.edu.pl/wp-content/uploads/2021/01/ENG-ogloszenie-KIRKLAND_final.pdf
ინფორმაცია ლეინ კირკლანდის სტიპენდიის შესახებ ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში იხილეთ:
https://www.sggw.pl/en/international-cooperation_/information-for-students/sggw-studies-in-english

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

istanbul evden eve nakliyat eşya depolama umraniye evden eve nakliyat evden eve nakliyat evden eve nakliyat