აწსუ უწყვეტი განათლების ცენტრმა მოიპოვა ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითრების სასერტიფიკატო კურსის განხორციელების უფლება

აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრმა, კონკურსის გავლის შედეგად მოიპოვა ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითრების 66 საათიანი სასერტიფიკატო კურსის განხორციელების უფლება.

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N68/ნ ბრძანებით დამკიცებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მე-2 მუხლის დ. პუნქტის თანახმად, ტრენინგმოდულის მიმწოდებელი იქნებიან საჯარო სამართის იურიდიული პირი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც მოპოვებული აქვთ აღნიშნული მოდულის ჩატარების უფლება.
ორგანიზაციებმა და მათ მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა, ტრენინგ-მოდულის მიწოდების უფლება მოიპოვეს კონკურსისა და ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შედეგად.
კონკუსის შედეგად მოხდა ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი იმ პირების შერჩევა, რომლებიც აკმაყოფილებდნენ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აღნიშნულ გადმზადებას, განახორციელებენ ტრენერები: ნატო ქობულაძე, იაგორ ბალანჩივაძე, იმერი ბასილაძე, მაკა აბულაძე."
(წყარო http://tpdc.gov.ge/geo/news/700.html)
აღნიშნული გადამზადება სავალდებულოა, საჯარო და კერძო ბაღების ამზრდელ-პედაგოგებისათვის. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს დასავლეთ საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებებთან დისტანციური და ასევე პირისპირ ტრენინგების (რეგულაციების მოხსნის შემდეგ) განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით. 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

istanbul evden eve nakliyat eşya depolama umraniye evden eve nakliyat evden eve nakliyat evden eve nakliyat