აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბატონი როლანდ კოპალიანის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანის ბატონი მამული ბუჭუხიშვილისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სასმსახურის უფროსის ვლადიმერ ადეიშვილის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობითა, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და წყალტუბოს საჯარო სკოლის დირექტორთა დაინტერესებით, წყალტუბოს საჯარო სკოლებსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერა უნივერსიტეტის რექტორმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 25-მდე სკოლის დირექტორმა. ღონისძიებას უმასპინძლა სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს 1- ლი საჯარო სკოლამ. სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის წარმომადგენელმა ი.კუჭავამ, ხოლო რექტორს ბატონ როლანდ კოპალიანს სკოლის დირექტორმა ფ. ფანჩულიძემ ოტია იოსელიანის წიგნი უსახსოვრა. შეხვედრის დასასრულს სკოლის ეზოში ერთობლივად მარადმწვანე პალმები დაირგო, რომლითაც ურთიერთთანამშრომლობის საძირკვლის ჩაყრა დაფიქსირდა.