ონლაინ ჰაკათონი

2021 წლის 29 მარტიდან აწსუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელზეც სტუდენტებს მეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ონლაინ ჰაკათონის შესახებ.

British Council-ის მხარდაჭერით, Advantage Creative-ის და Creative Solution-ის მიერ აწსუ-ს გადამზადებული გუნდმა (მარკეტინგის პროექტებისა და ღონისძიებების სამსახურის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab ATSU-ის და სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახურის ტრენერებმა და მენტორებმა) ონლაინ ჰაკათონის ფარგლებში, სტუდენტებს ჩაუტარეს ვორქშოპები, ტრენინგები და სემინარები, ხოლო 11 აპრილს ჰაკათონის მონაწილეებს დღის განმავლობასი გაუწევენ მენტორინგს.
ონლაინ ჰაკათონის მიზანია აწსუ-ს სტუდენტებმა სხვა სტუდენტებთან ერთად, ჯგუფური მუშაობის პრინციპით მოახდინონ ბიზნეს იდეის პროტოტიპირება, გამოიმუშაონ კრეატიული აზროვნება და მიიღონ იდეის ბიზნეს გეგმად ჩამოყალიბების გამოცდილება.
ონლაინ ჰაკატონი დაიწყება 2021 წლის 11 აპრილს 11:00 საათს. ჰაკათონზე დასწრების მსურველებს გთხოვთ მოგვწეროთ ტექსტური შეტყობინება ნომერზე 577668488.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.