ინდონეზიის მთავრობის სტიპენდიები

ინდონეზიის მთავრობამ განვითარებადი ქვეყნების სტუდენტებისთვის ქ. მალანგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Universitas Negari Malang) გამოყო სასწავლო სტიპენდიები  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ინდონეზიის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სრულად ფარავს სტუდენტების სწავლის, ცხოვრების, საერთაშორისო ავიაბილეთის და სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს. იმის გათვალისწინებით, რომ სწავლა წარმოებს ინდონეზიურ ენაზე (ბაჰასა), სწავლის დაწყებამდე სტუდენტები გაივლიან ინდონეზიური ენის ერთწლიან კურსს, რომელიც ასევე ინდონეზიის მთავრობის მიერ ფინანსდება.

 სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.